თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ, რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ქერჩის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ქერჩის N6 კორპუსთან, შიდა ეზოს მოწესრიგების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
„აღნიშნულ მისამართზე ბორდიურისა და საბავშვო მოედნის მოწყობა უკვე დასრულებულია. ამჟამად, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.