25 დეკემბერი 2019 თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გულია გოცირიძემ, საკუთარ საარჩევნო ოლქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი 15 ოჯახი წარმომადგენლობაში მიიწვია, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„ახალი წლის მოახლოება გლდანის მოსახლეობას მივულოცეთ. მატერიალური საჭიროებების უზრუნველყოფასთან ერთად, მორალური მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ადამიანებისთვის მძიმე ყოფის შემსუბუქება თითოეული ჩვენგანის ვალია ” -განაცხადა გულია გოცირიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალი წლის დადგომამდე, წარმომადგენლობასთან ერთად,ის კიდევ რამდენიმე ოჯახს მოინახულებს.