თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის ინიციატივით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც გლდანის მოსწავლეთა პროფესიული მომზადების ცენტრში გაიმართა, რაიონში მცხოვრები სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული მრავალშვილიანი დედები მონაწილეობდნენ, შეკრებილ საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნეს. მრავალშვილიან დედებს დედის დღე საკრებულოს დეპუტატებმა, თინათინ ნიბლოშვილმა, ნინო ლაცაბიძემ, ოთარ გრიგოლიამ,ირაკლი ზარქუამ, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და გამგებლის მოადგილემ ნანა ციმაკურიძემ მიულოცეს.
,,ქალბატონების მხარდაჭერა და თანადგომა ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღე. დღევანდელი საღამოს მიზანი კი, გლდანის რაიონში მცხოვრები ნიჭიერი ქალბატონების დახმარებაა, “–განაცხადა გულია გოცირიძემ.
ღონისძიებაში გლდანის ლუწ მიკრო რაიონებში მდებარე საჯარო სკოლებისა და ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დედებისთვის გამართული საღამო სამშენებლო კომპანია – ,,ალიანს კონტრაქშენსის“ მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024