თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამაჟორიტარო ოლქში არსებული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები დააჯილდოვა.
გულია გოცირიძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა.
„მასწავლებლობა ყველაზე რთული პროფესიაა. ჩვენი მიზანი თქვენი შრომისა და ღვაწლის დაფასებაა. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. შემოქმედი მასწავლებელი ხომ ლაღ და თავისუფალ თაობებს ზრდის. მადლობა თქვენი ამაგისთვის, გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას და წინსვლას გისურვებთ“,- განაცხადა დაჯილდოებაზე გულია გოცირიძემ.
დეპუტატის ინიციატივით, დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად გამოფენა გაიმართა, სადაც პედაგოგებმა საკუთარი ნამუშევრები - ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ნაქარგები, ნაქსოვები, ანიმაციები და თოჯინები წარმოადგინეს.
გამოფენას გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024