თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა გულია გოცირიძემ საქართველოს პარლამენტის ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან - ლევან კობიაშვილთან და კობა კობალაძესთან, ასევე გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან და ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან გიგა გიგაშვილთან ერთად სამაჟორიტარო ოლქში, მე–6 მიკრო რაიონში მშენებარე პარკის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
პარკი, რომელიც დასასვენებელი და გასართობი ობიექტებით დაიტვირთება, 20 000 კვ.მეტრზე გაშენდება და მისი პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარით განისაზღვრება.
აღნიშნული პარკის მშენებლობა, როგორც გულია გოცირიძის წინასაარჩევნო დაპირება, დეპუტატის ინიციატივითა და შუამდგომლობით ხორციელდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024