გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის ვეტერანს შოთა ჩხეიძეს ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცადა და საჩუქრები გადასცა.
"ბატონ შოთასთან სტუმრად ჩვენ ყოველ წელს მოვდივართ . ამ ფორმით გამოვხატავთ მადლიერებას ომის ვეტერანების მიმართ. მათ სახელებს მოფრთხილება და უკვდავყოფა სჭირდება. აუცილებელია ამ ადამიანებს და მათი გმირობის ისტორიებს ჩვენი მომავალი თაობა იცნობდეს. ბატონი შოთა ახლახანს 96 წლის გახდა. ომის შემდგომ პერიოდში იგი ნავთობმომპოვებელი იყო და სწორედ ამიტომ, დღეს მას სიმბოლური საჩუქარი, მცირე ზომის მენავთობეთა სიმბოლო გადავეცით, რამაც ძალიან გაახარა,“- განაცხადა გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024