თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოხუცებს ძველით ახალი წელი მიულოცა. საკრებულოს წევრი სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს საახალწლო ნობათით სახლში ეწვია.
,,ყველა მოხუცს და განსაკუთრებით მარტოხელებსა და სოციალურად დაუცველებს ვულოცავ ძველით ახალ წელს. მინდა, ეს წელი სიხარულისა და ჯანმრთელობის წელი იყოს მათთვის“, - განაცხადა დეპუტატმა.
გულია გოცირიძის თქმით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.