თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გლდანის VIII მკ/ რ-ნი-ს მოსახლეობას შეხვდა და N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებული სკვერის სრული რეაბილიტაციის პროექტი გააცნო.
გულია გოცირიძის თქმით, პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი სკვერი მრავალფუნქციური იქნება და მისი რეაბილიტაცია დაახლოებით, 8 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება.
„სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. ასევე, მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები, დაითესება ბალახი“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა რამდენიმე დღეში დაიწყებს.