თბილისის საკრებულოს, გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, საკრებულოს დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან და რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან და ერთად, გლდანის IV მკ. რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარმა მცხოვრებლებს 105-ე კორპუსის მიმდებარედ, 1000 კვმ ფართობზე სკვერის მოწყობის პროექტი გააცნო და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
გულია გოცირიძის ინფორმაციით, გასულ წელს, აღნიშნული ტერიტორიიდან, ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობით, ცხაურების ნებაყოფილობითი დემონტაჟი განხორციელდა.
„სკვერში სამუშაოების შედეგად მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, გარე განათება და სარწყავი სისტემა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება ხეები და დაიგება ბუნებრივი ბალახი“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.