თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა წევრმა გულია გოცირიძემ და რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, მაისურაძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
დღესვე დეპუტატი მაისურაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
საკრებულოს წევრის თქმით, პატარა ტბის დასახლებაში მდებარე მაისურაძის ქუჩის რეაბილიტაცია პრაქტიკულად დასრულებულია და სამუშაოები ქუჩის მცირე ნაწილზე მიმდინარეობს.
„სამუშაოები 4 422 კვ.მეტრ ფართობზე ხორციელდება, სადაც ასფალტის ორი ფენა დაიგება, მოეწყობა ბორდიურები, ფეხით სავალი ბილიკები. აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო“, - განაცხადა გულია გოცირიძემ.