თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ, რაიონის პარლამენტარ კობა კობალაძესთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
გლდანის რაიონში არსებული ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მცირე ხნის წინ დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურა 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდა. სანიაღვრე ქსელი 480 მეტრზე მოეწყო, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
ამ ეტაპზე, მოსულიშვილის ქუჩაზე გამწვანების ზონის მოსაწყობად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება, შემოდგომაზე კი ნარგავები დაირგვება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024