თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ დამსახურებულ პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა.
საკრებულოს წევრი ჟუჟუნა დავლაშერიძეს, ნაზიკო ორაგველიძეს და ია ქვათაძეს სახლში ესტუმრა და სამახსოვრო საჩუქრები პირადად გადასცა.
„ქალთა საერთაშორისო დღე გლდანის რაიონში მცხოვრებ დამსახურებულ პედაგოგებს მივულოცეთ. მათ ღვაწლს მომავალი თაობა არ დაივიწყებს და ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს. ეს ის ადამიანები არიან რომელთა მაგალითით ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს. მინდა მათ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო“, - განაცხადა გულია გოცირიძემ.