თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის ინიციატივით, მისსავე სამაჟორიტარო ოლქში, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
კერძოდ, პატარა ტბის დასახლებაში, ბარათაშვილისა და გულისაშვილის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში, გულისაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე ლევან ნარიუშვილი ადგილზე გაეცნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024