თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა გულია გოცირიძემ, გლდანის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, მის სამაჟორიტარო ოლქში დასრულებული გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.
გლდანის რაიონის გამგეობამ, მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები განახორციელა. ექვსი სადარბაზოს ავარიული აივანები ერთიანი დიზაინით ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდა. ბოლო სართულების აივნები ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა.
სამუშაოების ფარგლებში, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლებიც გამაგრდა, დეკორატიული ფილები დაიგო და უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაცია განხორციელდა.
გულია გოცირიძემ ,,ა“ მიკრო რაიონში 68-ე და 69-ე კორპუსებს შორის მიმდინარე კალათბურთის მოედნის მშენებლობაც დაათვალიერა, რომელიც ერთ თვეში დასრულდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024