თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძემ, მისსავე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
,,დღეს ბრწყინვალე აღდგომის მოახლოებული დღესასწაული გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს მივულოცეთ. მიხარია, რომ ყოველწლიური ტრადიცია არც წელს დარღვეულა და კვლავ არაერთ ოჯახს ვესტუმრეთ. თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას აგრძელებსა,“-განაცხადა გულია გოცირიძემ.
საკრებულოს წევრმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებაც აღუთქვა.