თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის მერვე მიკრო რაიონის N17 კორპუსის ბაგა-ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობის მიმდინარე პროცესს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გაეცნო.
საკრებულოს წევრის თქმით, საგზაო სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან დასრულების ეტაპზეა.
„ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობა დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები და ასფალტის მეორე ფენა საფარი იგება“,- განაცხადა გულია გოცირიძემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე, ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიმდებარედ გრუნტის გზა იყო, ახლა კი მოსახლეობა მოწესრიგებული, ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებს.