18 დეკემბერი 2019
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გლდანის რაიონის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა წევრმა გულია გოცირიძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ბარბარეებს, ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. საკრებულოს წევრმა, მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა და საჩუქრები გადასცა.
"ვულოცავ მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ბარბარეებს ამ დიდ დღესასწაულს. წმ.ბარბარე ბავშვების მფარველია. მინდა საქართველოში ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, გაიზარდონ მშვიდ და ძლიერ საქართველოში, ჰქონდეთ ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა“-აღნიშნა დეპუტატმა.