26 დეკემბერი 2022
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის ინიციატივით, ყაზბეგის გამზირზე მდებარე გოძიაშვილის სახელობის ბაღში საახალწლო ღონისძიება -„ახალი წელი ჩვენს უბანში“ გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო, მუსიკალური ნომრები და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ჩატარდა.
როგორც საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, ღონისძიების მიზანი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაა.
“ვაგრძელებთ კამპანიას „ახალი წელი ჩვენს უბანში“ და კამპანიის ფარგლებში, ამჯერად გოძიაშვილის ბაღში ჩვენს პატარა მეგობრებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. ძალიან სასიხარულოა, როცა ამდენ გახარებულ ბავშვს ვხედავთ. ვულოცავ მათ დამდეგ ახალ წელს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. მათთან ერთად, მინდა ახალი წელი სრულიად საქართველოს მივულოცო და პირველ რიგში ყველას მშვიდობა ვუსურვო“ - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, კამპანია „ახალი წელი ჩვენს უბანში“, სხვადასხვა მისამართებზე, კვლავ გაგრძელდება.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025