თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით, რაიონის მოსახლეობისათვის სკრინინგის პროგრამის არასამიზნე ჯგუფისთვის, რომელიც 70 წელს გადაცილებულ პაციენტებს გულისხმობს, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში უფასო კვლევები ჩატარდა.
დაავადებათა დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ისეთი მიმართულებებით განხორციელდა, როგორებიცაა: მამოლოგია, უროლოგია, მსხვილი ნაწლავი, ფარისებრი და პროსტატის ჯირკვლები; ასევე ჩატარდა ლაბორატორიული და ციტოლოგიური კვლევები.
,,დაავადება ქვეყნის მასშტაბით აქტუალურია. კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სკრინინგია. უამრავი ადამიანი გადარჩა ამ პროგრამის მეშვეობით. ამჯერად კი იმ რისკჯგფზე ვიზრუნეთ, რომელსაც სკრინინგის პროგრამა არ ითვალისწინებს. ამაში კი დაგვეხმარა კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, პროფესორ გია ნემსაძის ხელმძღვანელობით“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024