გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით, გლდანის ,,ა“ მ/რ-ის ტერიტორიაზე ტაძრის ასაშენებლად მიწა გამოიყო.
ტერიტორია ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აკურთხეს. მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება.
ცერემონიას მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ,,თბილისზე მზრუნველის“ წოდების მატარებელი თემურ გოცირიძე, სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ტაძარი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით წმინდა მოწამე ქალწულ ბარბარეს სახელობის იქნება. მშენებლობის ინიციატორები მამა დავითი და მამა ზაზა მსახურებას ახალ ტაძარში გააგრძელებენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024