თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრებმა გულია გოცირიძემ და ოთარ გრიგოლიამ დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობას ასრულებს. ასევე, მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, ბორდიურისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები.მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024