თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, მისივე წარმომადგენლობაში საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობით ,,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - საქართველომ’’ საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონრებს როგორც ენდოკრინოლოგიური, ასევე თვალის პირველადი სრული გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდათ.
აღნიშნული კვლევა მოიცავს როგორც მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას (ვიზომეტრია), ასევე სათვალის შერჩევას, თვალშიდა წნევის გაზომვას (ტონომეტრია), ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკას (ბიომიკროსკოპია), თვალის ფსკერის დათვალიერებასა და დიაგნოსტიკას, ოფთალმოლოგის კონსულტაციასა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას, გარდა ამისა, სისხლში გლუკოზის განსაზღვრას და ენდოკრინოლოგის კონსულტაციას.