თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრო რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ახლადრეაბილიტირებული სერვისცენტრი დაათვალიერა.
აღნიშნულ ცენტრში, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის შენობაშია განთავსებული, სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით, თავდაპირველად სტრუქტურული რეფორმა რეფორმა განხორციელდა. სერვისცენტრები შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებულია. მოხსნილია ხელოვნური ბარიერები, მოწყობილია ტაქტილური ბილიკები, ასევე განთავსებულია დაფა ბრაილის შრიფტით.
რეაბილიტირებული სერვისცენტრი თბილისის მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ, საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა შალვა ოგბაიძემ, ასევე მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭედიშვილმა და გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.