თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მე-8 მიკრორაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
გულია გოცირიძის ინფორმაციით, ბაგა-ბაღის მშენებლობის ფარგლებში, საყრდენი კედელი აშენდა და ტერიტორია შემოიღობა. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირდა და სამზარეულო ბლოკისთვის ლიფტი დამონტაჟდა.
„ახალი საბავშვო ბაღი 10 ჯგუფიანი იქნება და 300-მდე ბავშვს მოემსახურება. აქ 60-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.