თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გულია გოცირიძემ, ქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულ ქუჩაზე, 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი იცვლება. უკვე დაიყარა ინერტული მასალა, ეწყობა ბორდიურები, რამდენიმე დღეში ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. ქუჩის მთელ სიგრძეზე, 460 მეტრზე, სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ,,ელენდელი“ აწარმოებს.
დეპუტატთან და ქალაქის მერთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე, ქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024