თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ იმართება. თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის წარმომადგენლობამ გლდანელ მოსწავლეებს დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმში უმასპინძლა.
პროექტი თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. კვირეულის ფარგლებში, საკრებულოს 24 მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით, 500-მდე მოსწავლე, თბილისის ათივე რაიონიდან მუზეუმებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ერთვება.
მოსწავლეები გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიას. ნახეს 3D გამოსახულებით შექმნილი ვიდეორგოლები. მათ სხვა მუზეუმების დათვალიერების სურვილი გამოთქვეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024