თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის ინიციატივით, რაიონის მოსახლეობისთვის c ჰეპატიტის უფასო კვლევა ჩატარდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოქალაქეებს ასევე უფასო სკრინინგის ჩატარების შესაძლებლობაც ქონდათ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 157 მოქალაქე გამოიკვლიეს.
რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც ანტისხეულები აღმოაჩნდა, უფასო კონსულტაცია გაეწია. შესაბამისად, პაციენტები მკურნალობას დაავადებათა ფორმის დასადგენად გააგრძელებენ და უფასო მკურნალობის პროგრამაში ჩაერთვებიან.
c ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ამოქმედდა.
პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეშვეობით ახორციელებს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024