თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, ლილოს დასახლებაში მდებარე კერძო სკოლა „შოვის“ მე-10 კლასის მოსწავლეები თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინოვაციურ სიახლეებს გაეცნენ. მოსწავლეებმა საინფორმაციო და შემეცნებითი ტურის ფარგლებში, დაათვალიერეს ტექნოპარკში არსებული ლაბორატორიები და სასწავლო ცენტრები, ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, რომლებიც ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას. ტექნოპარკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და ტრენინგებში მონაწილეობა და საკუთარი იდეების წარმოჩენა შესთავაზეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტექნოლოგიური პარკის არსებობა უნიკალური შესაძლებლობაა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ტექნოპარკის ხელმძღვანელობამ მოსწავლეებისთვის ასეთი ერთობლივი ტურების, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024