თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად წყნეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს „წყნეთობა 2022“-ს დაესწრო.
საზეიმო ღონისძიება ქართული ჭიდაობით გაიხსნა. შეჯიბრი რომელშიც როგორც ზრდასრული მოჭიდავეები ასევე ბავშვები მონაწილეობდნენ წყნეთის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა.
„ტრადიცია გრძელდება და ჩვენ ამჯერადაც, სექტემბრის პირველივე კვირას, წყნეთში სახალხო დღესასწაულს აღვნიშნავთ. სასიამოვნოა დღეს აქ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და გახარებული ბავშვების ნახვა. ბევრი რამ გაკეთდა წყნეთისთვის და კიდევ ბევრი გაკეთდება, რადგან მოსახლეობა უფრო მეტს იმსახურებს. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, ეს ულამაზესი დაბა კიდევ უფრო განვითარებული გავხადოთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სახალხო დღესასწაულზე საბავშვო გასართობი ღონისძიებებიც მოეწყო.