13 თებერვალი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა აბულაძესთან ერთად, თბილისის N27 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ბაღის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ქართული და უცხოური ზღაპრებიდან - “ჭინჭრაქა” და “ბრემენელი მუსიკოსები”, ეპიზოდები წაიკითხეს, პერსონაჟები განასახიერეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
გიორგი ტყემალაძემ პედაგოგებს და აღსაზრდელებს საინტერესო წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი პატარები ეცნობიან როგორც ქართული, ასევე უცხოური საბავშვო ლიტერატურის შესანიშნავ ნიმუშებს. ეს რა თქმა უნდა, პედაგოგების დამსახურებაა, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის აღნიშვნა თბილისის ბაღებში ტრადიციად იქცა. ბაღებში სტუმრად იწვევენ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც პატარებთან ერთად კითხულობენ წიგნებს.
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026