თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით გაიმართა. დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დირექტორებს სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის საჩუქრად წიგნები გადასცა.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ძალიან საჭირო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ყველა უნდა შეუერთდეს.
„დიდი სიამოვნებით ვუერთდები წიგნის ჩუქების დღეს. ძალიან კარგი ინიციატივაა. ამ დღესთან დაკავშირებით, შევხვდი ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკოლების დირექტორებს და სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის წიგნები გადავეცი. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც არაერთ აქციას და ღონისძიებას გავმართავთ. ვფიქრობ, რომ სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრაზე სკოლების ბიბლიოთეკების დასახმარებლად მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024