14 თებერვალი 2023 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად ვაკის რაიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებითი სამუშაოები დაათვალიერა.
ამჯერად გზის საფარის მოწესრიგება ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მე-11 კორპუსისა და ჟღენტის ჩიხის N5-N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად ქუჩაზე, სადაც გრუნტის გზაა, დაიგება ასფალტის საფარი.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის გზის საფარის აღდგენა-რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი კი მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის მთავარ მოსარგებლეზე - თითოეულ მოქალაქეზე. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მე-11 კორპუსისა და ჟღენტის ჩიხის N5-N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს ადრე არსებული გრუნტის გზის ასფალტის საფარით შეცვლა. ორივე ლოკაციაზე საგზაო სამუშაოები 2500კვ. მეტრამდე ფართობს მოიცავს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. გზების რეაბილიტაციას, გამგეობის დაკვეთით, შპს “ლუკრი” აწარმოებს.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025