თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა, ზღვისუბანში მდებარე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს თბილისის საკრებულოში უმასპინძლეს.
საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ისტორიულ დარბაზში გამართულ შეხვედრაზე გიორგი ტყემალაძემ და თამარ ტალიაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსწავლეებმა თვითმმართველობის შესახებ ინტერესი მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე გამოთქვეს.
"ჩვენ ახალგაზრდების ჩართულობით არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ და ჩვენი მხრიდან მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივებს ვთავაზობთ. ამ შემთხვევაში კი, საკრებულოში ვიზიტის სურვილი მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს, რაც ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობამ დასაწყისიდანვე იცოდეს რა არის თვითმმართველობა’’, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და ამასთანავე, დემოკრატიული მმართველობის პროცესში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეების კითხვები ძირითადად უკავშირდებოდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: თემქის ხევში ზღვისუბნის პარკის მოწყობა, მათი უბნის ურბანული და სატრანსპორტო განვითარება, საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, გარემოს დაცვის საკითხები, ქაოტური მშენებლობა და ავარიული შენობები და სხვა.
შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024