ვარკეთილის IV მ/რ, II რიგისა და ზ. მხარგრძელის ქუჩის დამაკავშირებელ ცენტრალურ მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას პრობლემა წლების განმავლობაში ექმნებოდა. პროექტის ფარგლებში 720 გრძივი მეტრის წყალარინების ქსელი, რკინა-ბეტონის არხები, ჭები და ცხაურები მოეწყო.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი აბუსერიძესთან ერთად შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, წლების მანძილზე წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა. ახლა კი ქუჩაზე, სადაც სანიაღვრეები არასოდეს ყოფილა, მთლიანად ახალი სისტემა მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე ამჟამად მიმდინარეობს ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა და ახალი ასფალტის საფარის დაგება. საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი წლის პრობლემა მოგვარდება,“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
სამუშაოების ჩასატარებლად თანხა სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან გამოიყო.
გიორგი დოხტურიშვილმა ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონის II რიგში, 176 - ე სკოლის მიმდებარედ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი დაათვალიერა.
„მსგავსი ტიპის სივრცეების მოწყობა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება,“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
პროექტის ფარგლებში ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო. მოეწყო საკალათბურთო ფარები, ახალი ღობეები და გარე განათების სისტემა. მოედანი ასევე ადაპტირდა შშმ პირთათვის. კალათბურთისა და ფეხბურთის კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი 905 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. მოედნის მიმდებარედ მოეწყო ფიტნეს ზონა.
პროექტის განსახორცელებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 143 688 ლარი გამოიყო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024