თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბირბიჩაძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
გიორგი ბირბიჩაძემ მათ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და 95 წლის მარიამ მინასაშვილსა და 85 წლის ვახტანგ ბაბუნიძეს სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი დიდი დღესასწაულია.
„დღეს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ვესტუმრე და მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მივულოცე. ამ ადამიანთა ღვაწლი შეუფასებელია. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება მათი დამსახურება, რადგან ეს იყო კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე,“ - განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024