თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ხელშეწყობით, ბარბარობასთან დაკავშირებით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე წმ. ბარბარეს ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში ღონისძიებები გაიმართა. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ღონისძიება მოსახლეობის დიდი სურვილის გათვალისწინებით დაიგეგმა.
,,ჩვენ უბანში წმინდა ბარბარეს სახელობის ორი უძველესი ტაძარია. სწორედ ერთ-ერთთან შევიკრიბეთ დღეს. უბანს აქვს დიდი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ამ დღეს ყველანი ერთად, ტაძარში მოსვლითა და ლოცვით აღნიშნავენ. როგორც ცნობილია, წმინდა ბარბარე ბავშვების შემწეა და გადაწყდა, რომ სწორედ ამ ადგილზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი კუთხე და ატრაქციონები მოგვეწყო. ასევე, ღონისძიების ფარგლებში სკვერში უფასოდ გაიცემა ტკბილეული. მზადდება ლობიოც, რომელიც ბარბარობის დღისთვის ტრადიციული კერძია,“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიების მხარდამჭერები კომპანია ,,დირსი“, ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ინიციატორი“ და პარლამენტარი ივანე ზარდიაშვილი არიან.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024