თბილისში არსებულ ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება დასრულდა. რაიონში მდებარე N107 ბაგა-ბაღში, საკვების დარიგების პროცესს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე ესწრებოდნენ.
"საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 19 მარტიდან დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტების გაცემა უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობდა. ბაღის პერსონალი და მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იცავდნენ"- განაცხადა გულია გოცირიძემ.