თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე ხუჯაძის ინიციატივით, მის სამაჟორიტარო ოლქში არებულ საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
ოთხი სხვადასხვა ბაღის 100–მდე პედაგოგს სრული ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. მასწავლებლებმა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარდიოლოგის, რევმატოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, ოფთალმოლოგის, ანგიოქირურგის და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია მიიღეს.
„ ეს რიგით მესამე აქციაა, რომელიც ნაძალადევის რაიონში ჩატარდა. მსგავსი ტიპის ღონისძიებების მიზეზი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მაღალი მომართვიანობაა. ჩვენ გადავწყვიტეთ მომავალშიც დავგეგმოთ მსგავსი ტიპის აქციები.დღეს კონსულტაცია გაეწიათ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში არსებული საბავშვო ბაღების თანამშრომლებს“,- განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ.
აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ,,გასტროენტეროლოგი" და ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის " ექიმები და თანამშრომლებმა მონაწილეობდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024