თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ალექსანდრე ხუჯაძის ინიციატივით და რესტორნების ქსელის „ჩემო კარგოს“ თანადგომით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
ალექსანდრე ხუჯაძემ რესტორნების ქსელის ხელმძღვანელს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
„ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში აქტიურად დგას ხელისუფლების გვერდით და ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. რესტორნების ქსელმა „ჩემო კარგო“ არაერთხელ მიიღო საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა. მსგავსი აქციები აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებ, იყვნენ მშვიდად და დაიცვან მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ვირუსს,’’ - განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ.