თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ალექსანდრე ხუჯაძემ სამშენებლო კომპანიის „New Development“ თანადგომით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.
ალექსანდრე ხუჯაძემ კომპანიის „New Development“ დირექტორს გიგა წაქაძეს საქველმოქმედი აქციაში მონაწილეობისთვის და ოჯახების სხვადასხვა საჭირო პროდუქციით უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
,,პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა იმ კომპანიას, რომელიც კორონა ვირუსთან ბრძოლის პერიოდში აქტიურად დგას ხელისუფლების გვერდით და იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ თანადგომას, დახმარებას უწევენ.
ამ ეტაპზე „New Development“-ის მიერ გადმოცემული პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები 50-მდე ოჯახს გადაეცა,’’- განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ და აღნიშნა, რომ კომპანია საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას კვლავაც გააგრძელებს.
მისივე თქმით, მსგავსი აქციები ნაძალადევის რაიონში პერმანენტულად გაიმართება.
,,ჩვენს თანამოქალაქეებს კი მოვუწოდებ, იყვნენ მშვიდად და მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია დაიცვან’’,-განაცხადა დეპუტატმა.