თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ხუჯაძემ საგზაო და სამშენებლო სპეც ტექნიკის საქართველოში იმპორტიორი კომპანია „EUROIMPORT“- ის თანადგომით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.
ალექსანდრე ხუჯაძემ საქველმოქმედო ღონისძიებაში პირადად ჩართულ, კომპანია „EUROIMPORT“- ის დამფუძნებელ, დავით ტოგონიძეს, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში კომპანიების მხრიდან მთავრობის გვერდით დგომა მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში აქტიურად დგას ხელისუფლების გვერდით და ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ ეტაპზე „ EUROIMPORT“-ის მიერ გადმოცემული საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები 20 - მდე ოჯახს გადაეცა. აღნიშნული კომპანია საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილებას პერმანენტულად გააგრძელებს. ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებ, იყვნენ მშვიდად და დაიცვან მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. “ - აღნიშნა დეპუტატმა.
ალექსანდრე ხუჯაძის თქმით, მსგავსი აქციები ნაძალადევის რაიონშიც კვლავ გაგრძელდება.