დედაქალაქში ამორტიზებული ე.წ. ,,ყვითელი ავტობუსების’’ ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება. ავჭალაში N70 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ძველი ავტობუსები 7 ახალი ავტობუსით შეიცვალა, რომელიც ბიჭვინთის ქუჩიდან(ავჭალა) ლიბანის, დავით სარაჯიშვილის, დავით გურამიშვილის, ცოტნე დადიანის ქუჩების გავლით ფიროსმანის ქუჩის დასაწყისამდე(ყოფილი ,,მალაკნების ბაზარი) კურსირებს. ახალი ავტობუსების ხაზზე გასვლას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო გლდანის(ავჭალა-ზაჰესის) მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე.
ახალი ავტობუსების დანიშვნასთან ერთად, შემცირდა მოძრაობის ინტერვალი და შესაბამისად მგზავრთა ლოდინის დროც. ახალი 12-მეტრიანი ავტობუსების ხაზზე გასვლამ დღის წესრიგში დააყენა ავჭალაში ბოლო გაჩერებაზე მოსაბრუნებელი ადგილის ინფრასტრუქტურული მოდერნიზების საკითხიც, რომელიც ოპერატიულად განხორციელდა გლდანის რაიონის გამგეობის და პირადად გამგებლის, ლევან ნაროუშვილის დახმარებით.
აღსანიშნავია, რომ ავჭალა-გლდანისხევი-სოფელი გლდანი-ზაჰესის ზონაში დანიშნული N45,N11,N108,N73,N74,N70,N51 მარშრუტებზე სრულად შეიცვალა ძველი ავტობუსები ახლით. დარჩა ერთადერთი მარშრუტი N121, რომლის მოძრავი შემადგენლობაც უახლოეს დღეებში შეიცვლება. ავტობუსების შეცვლასთან ერთად, ეტაპობრივად სამარშრუტო მიკროავტობუსების შეცვლაც განხორციელდება.