თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად ვაშლიჯვარში დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ვაშლიჯვარში, კერძოდ, თოფურიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ამასთანავე, მოეწყო ბორდიური და გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ჯეუ გრუპი“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობამ ბიუჯეტიდან 586 121 ლარი გამოყო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024