დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა N17 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური. ამ დროისთვის 2710 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენის დაგება ხდება.
მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.
საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „სკიჩი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 166 100 ლარია გამოყოფილი.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024