თბილისი საკრებულოს საბურთალოს რაიონის მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე დიდ დიღომში, საბავშვო ბაგა-ბაღს "ხუთკუნჭულა" ეწვია და გამწვანების აქციაში- სახელწოდებით- ''ჩემი შვილის ხე'’ მიიღო მონაწილეობა.
დეპუტატმა აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხის დარგვა თითოეული ადამიანის ვალია.
''ვუერთდები აქციას სახელწოდებით - "ჩემი შვილის ხე", რადგან მიმაჩნია, რომ თითოეულმა ადამიანმა სულ მცირე, ერთი ხე მაინც უნდა დარგოს და მოუაროს.
მწვანე გარემო, ეს არის -ჯანმრთელი, სუფთა ჰაერი. ბუნების მოვლა კი ჩვენი და ჩვენი შვილებისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ნიშნავს'',-განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024