თბილისის საკრებულოს საბურთალოს (დიდი დიღომი) მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში არსებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
იოანე პეტრიწის N9-ისა და სკოლა ''ფესვების'' მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 8 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.
მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება.
მისივე ინფორმაციით, სკვერის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი განთავსდება.