თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N34, N35 და N36 კორპუსებთან მდებარე განახლებული სკვერი დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სკვერში ფეხით სავალი ბილიკები გაკეთდა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცე, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა და LED განათება დამონტაჟდა, ამასთანავე დაიდგა საჩრდილობელი და საპარკე სკამები.
სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 437 ლარი დაიხარჯა, კომპანიამ „ტაო“ შეასრულა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024