თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ამავე რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად, პატარა დიღომში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
17-ე საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 3400 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც კაუჩუკის საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდება და ასევე, საფეხმავლო ბილიკიც, LED განათება და ყველა საჭირო ინვენტარი. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება.