თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, ვაშლიჯვარში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფუძველი მზადდება.
მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი.