თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან დიდ დიღომში, ახლადმოწყობილი თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე დაათვალიერა.
ღონისძიებას ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და მსოფლიო ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილი ესწრებოდნენ.
მულტიფუნქციური სპორტული სივრცე 600 კვ.მ ფართობზე მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახეობის ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა.
„დიდ დიღომს კიდევ ერთი სავარჯიშო ცენტრი შეემატა. ჩემი ინფორმაციით, ამგვარი სპორტული სივრცე ამიერკავკასიაში პირველია. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს სპორტული მოედნებით და აქ გამუდმებით ხალხმრავლობაა“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ.
სივრცეში განთავსებულ თითოეულ სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდის მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვა. გარდა ამისა, სპორტულ ინვენტარს აქვს აპლიკაცია, როგორც ანდროიდის, ისე ios-ისთვის, რომლითაც შესაძლებელია ვარჯიშების აწყობა და აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024